თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძემ (90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ლუკამ ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დამატებით დროში დაამარცხა, ირაკლიმ კი გერმანელ ლოსენი კონეს სძლია.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ქართული დაპირისპირება გაიმართა, რომელმაც 20 წლის ლუკა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მან ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსი არტიომ ზოლოტუხინი დაამარცხა.