კვერნაძე შეცვალეს – “ფროზინონემ” ისევ გაიმარჯვა

სერია B-ს ოცდამეთორმეტე ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „სუდტიროლი“ 3:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ შესვენებამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: Sofascore 6.6, Flashscore 6.3.
„ფროზინონემ“ ბოლო 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 65 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ვენეციას“ 3 ქულით ჩამორჩება და 5 აპრილს „პადოვას“ უმასპინძლებს.
ბოლცანო. „მარკო დრუზო“
სუდტიროლი – ფროზინონე 1:3
გოლები: 0:1 რაიმონდო (7), 1:1 პეკორინო (60), 1:2 კალო (68), 1:3 გეჯემისი (85)
გამოუყენებელი პენალტი: კაზირაგი (60, სუდტიროლი)