სინოდზე ითქვა, მალე გაიხსნება პატრიარქის საფლავი და მალე გადავასვენებთ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის საფლავი დროებითი იქნება. მისი თქმით, 18 მარტს გამართულ სინოდის სხდომაზე გაიჟღერა აზრმა, რომ პატრიარქი მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძარში ან სვეტიცხოველში გადაასვენონ.
როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, სიონის ტაძარი მრევლის ნაკადს ვერ დაიტვს, რომელსაც პატრიარქის საფლავზე მისვლა მოუნდება – “საჭიროა მოინახოს ადგილი, სადაც მუდმივი ცირკულაცია იქნება”.
-ს სიონის საპატრიარქო ტაძარში, საკურთხევლის კუთხესთან დაკრძალავენ.
“დროებითი ამბავია, პატრიარქმა გვასწავლა, რომ არაფრის გატრაგიკულება არ არის საჭირო, ეს არ არის სამუდამო განსასვენებელი მისი. იმიტომ, რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება ადამიანი წმინდანად, უნდა ამოასვენო და ღია სარკოფაგში, შუშის ქვეშ, დაასვენო, სადაც ყველას შეუძლია მისვლა.
სინოდის სხდომაზე მეც დავადასტურე სიონის ტაძარი, პირადად მე მომისმენია მისგან, რომ აქ უნდა რომ დასაფლავდეს. მე მომხრე ვიყავი, რომ პატრიარქი სვეტიცხოველში დაგვესაფლავებინა, იმიტომ, რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და ჩვენი პატრიარქიც საქართველოს სიმბოლოა. მერე იყო ლაპარაკი, რომ სამებაში [დაკრძალულიყო], იმიტომ, რომ სამება ახალი სვეტიცხოველია და ესეც პატრიარქის შექმნილია. […]
იქვე ითქვა სინოდზე, რომ [სიონში დაკრძალვა] დროებითია, ჩვენ აუცილებლად გადავასვენებთ არ ვიცი სვეტიცხოველში თუ სამებაში. ასე ითქვა, რომ მალე გაიხსნება ეს საფლავი და მალე გადავასვენებთ. შეიძლება გადავასვენოთ არამარტო ჩვენი პატრიარქი, არამედ ყველა პატრიარქი, რომელიც სიონის ტაძარშია – ესეც ითქვა [სინოდის სხდომაზე]. არ ვიცი, როგორ იქნება, რომ სამების ტაძარში იყოს ყველა პატრიარქის ძვალშესალაგი. ერთ-ერთი აზრი, ეგეთიც იყო”. – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირევლის ეთერში.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სვეტიცხოველში გადასვენება შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან “ფიზიკურად ადგილი არ არის”.
მეუფე ნიკოლოზმა შეკითხვაზე “თქვენ დაახლოებით ფიქრობთ ვინ შეიძლება იყოს მომავალი პატრიარქი?” უპასუხა:
“მე არ მგონია ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გეტყვით ჩემი დამოკიდებულება როგორია, მე ვფიქრობ, ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები ბოლო პატრიარქი ვარო, რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა. ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ – როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და შემდეგ ამაღლდა ზეცად, მერე როდესაც მოციქულები იკრიბებოდნენ, როდესაც საიდუმლო სერობაზე შეკრიბა მან მოციქულები და აზიარა, შემდეგ როცა იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს მაცხოვრისთვის ტოვებდნენ სუფრაზე თეფშს დებდნენ და იქ იყო, ნამდვილადიყო, ეს იციან. მერე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება როდესაც მოხდა, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს, იმიტომ რომ ღვთისმშობელი ამ შეხვედრებს თავიდან ესწრებოდა.
მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ არ უნდა დაჯდეს – ის ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, სინოდის სხდომაზეც, მათ შორის, და იქ უნდა იგულისხმებოდეს, რომ პატრიარქი ესწრება. ეს იქნება ჩვენი პატრიარქი. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი ძმური სიყვარულით, ჩვენ ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენ ასე გვგონია, რომ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ყველანი და ჩვენ ვეცდებით ყველანი, მე ასე მგონია, რომ გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ ჩვენი პატრიარქი იგულისხმებოდეს” – განაცხადა მან.
მან ასევე ისაუბრა, პატრიარქის შესაძლო წმინდად შერაცხვაზე. მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფატორია საზოგადოების ნება და ამ დღეებმა ეს ნება უკვე აჩვენა.
“წმინდანად შერაცხვისთვის, მაგალითად გარდა ამ საყოველთაო თაყვანისცემისა, კიდევ არის ჩამონათვალი, რა არის საჭირო და ერთ-ერთია სასწაულქმედება, ცხოვრებაში სასწაულქმედება. გარდაცვალების მერეც მოხდა სასწაულები – მის კუბოს, რომ შეეხნენ და განიკურნენ, ასეთი შემთხვევები უკვე არის. მაგრამ სიცოცხლეში მან ბევრი სასწაული მოახდინა, ჩვენი ვიცით ბევრი სასწაული, მაგალითად, როგორ განკურნა კახი კავსაძე. საოცარი თხრობაა ამის – კობო ჰქონდა, მეოთხე სტადიაში, დალოცა და რომ წავიდა გერმანიაში იქ გაგიჟებულებმა ნახეს ექიმებმა, რომ არაფერი არ აქვს საერთოდ და კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა” – განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო დაძარში დაკრძალავენ.