დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების განთავსება იგეგმება

თბილისის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის საღამოს და ღამის საათებში, რითაც წუხდება მოსახლეობა.
„საღამოს ადამიანი ისვენებს და ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ პრობლემას და დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობით -სთან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება და ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად დაჯარიმდება მოხდება. ხმაურის დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის „სორავა ბიმის“ მიერ. ამ ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში და საპილოტე პროექტის ფარგლებში დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას, დავაკვირდებით, შევხედავთ და ანალიზის შემდგომ შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორები სხვადასხვა ქუჩებსა თუ გამზირებზე დამონტაჟება, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამდგენი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა