თბილისის “დინამომ” “ტოტენჰემისა” და “ასტონ ვილას” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის “დინამომ” ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც პრემიერლიგის გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს.
“ჯოშ ონომა დინამოელია.  28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტოტენჰემში, შეფილდ უენსდიში, ასტონ ვილაში, ფულჰემსა და ბლექპულში გამოდიოდა.
2012-2018 წლებში ჯოშ ონომამ ინგლისის ფაქტიურად ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. მანამდე კი 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ოქროც მოიგო. კონტრაქტი ჩვენს გუნდსა და ფეხბურთელს შორის 1+1 სისტემით გაფორმდა”, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.