მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და “შვიდიანი” სასტარტოში

საქართველოში გლოვის დღეებია. ჩატარებული მატჩების შემდეგ, ქართველი ლეგიონერები თბილისში გამოემგზავრებიან, წინ სანაკრებო შეკრებაა. გიორგი მიქაუტაძემ ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო.
ჩემპიონთა ლიგაზე ფურორის შემდეგ, პსჟ შიდა ასპარეზზე გადაერთვება და რა თქმა უნდა, ძალების დაზოგვით – დღეს, ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 საათზე “ნიცას” ესტუმრება.
ბოლოს, როცა პარიზელებმა ნიცაში ითამაშეს, ვერ გაიმარჯვეს(1:1), გასული წლის მაისში კი შინ სულაც (1:3) დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “ალიანც რივიერაზე” “კვარას” ხილვა პირველად შეგვიძლია.
თუკი ლუის ენრიკეს გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს, ცნობილი მწვრთნელის, კლოდ პუელის შეგირდები გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან.
ჰაკიმი დისკვალიფიცირებულია, ბარკოლამ კოჭი დაიზიანა, რუისი და ნჯანტუ კი კვლავ ვერ ბრუნდებიან. საეჭვოა ნევეშის თამაშიც. ჩვენ კი გვსურს, “კვარა” მუდამ ვნახოთ, მაგრამ “ჩელსისთან” ბრწყინვალე გამოსვლის (3 გოლი და საგოლე პასი) შემდეგ, ლუის ენრიკე მის ამოსუნთქვასა და ტრავმისგან დაცვაზე იფიქრებს. ბოლო ინფორმაციით, გადახალისებულ გუნფში, “შვიდიანი” სასტარტოში იქნება.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი – ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, მენდეში – ვიტინია, მაიულუ, ლი – დუე, რამოში, კვარაცხელია.
კვირა, 20:15 სთ, რენი – მეცი (წიტაიშვილი/აბუაშვილი/ქვილითაია);
ლიგა 2. დღეს, 23:00 სთ, სენტ ეტიენი (დავითაშვილი) – ანესი.