[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი – “ტორონტო” “დენვერთან” დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” “დენვერ ნაგეთსთან” 115:121 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯამალ მარი გახდა, კოლორადოელთა უკანახაზელმა 40 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
ნიკოლა იოკიჩმა 38 წუთში თავი 22 ქულით, 8 მოხსნითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ამრიგად, “ტორონტო” 39 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 23 მარტს, “ფინიქს სანსის” წინააღმდეგ გამართავს.