“არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

ლონდონის “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეთოფეების” სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა პირადად მიკელ არტეტას მოთხოვნებს შეასრულებს და გუნდისთვის ახალი ნახევარმცველის, განაპირა მცველისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებს გააძლიერებს.
“არსენალს” ზაფხულში დიდი ალბათობით, ბენ ვაითი, კრისტიან ნორგორი და ლეანდრო ტროსარი დატოვებენ, ესპანელ სპეციალისტს კი მათი შემცვლელების შეძენა სურს.
ცნობისთვის, “არსენალი” კვირას, 22 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.