[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ლოლაძემ (73 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლოლაძემ ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. თუმცა, ნახევარფინალში გიორგი ფინელ ლავტერი ოლინთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია.
გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ-სლემზე პირველად იასპარეზა. დღევანდელი ბრინჯაო მისი სადებიუტო მედალი IJF-ის ტურზე.
სულ რამდენიმე წუთში ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს დიმიტრი გოჩილაიძეც (81 კგ.), რომელიც ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება.