“მამარდას” თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა – “ლივერპული” “ბრაიტონთან” დამარცხდა

პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ბრაიტონთან” 1:2 დამარცხდა.
ალისონის ტრავმის გამო “მერსისაიდელთა” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, ქართველმა მეკარემ 2025 წლის 11 ნოემბრის შემდეგ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა.
მე-12 წუთზე გიორგი მამარდაშვილის არაზუსტ გადაცემას “ბრაიტონის” აუტი მოჰყვა, დიეგო გომესის თავური პასით კი დენი ველბეკმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 29-ე წუთზე “მამარდას” შორეული პასის შემდეგ, ლუის დანკმა ბურთის მოგერიებისას შეცდომა დაუშვა, რითაც მილოშ კერკეზმა ისარგებლა და სხვაობა აღადგინა. 46-ე წუთზე იაკუბა მინტეს სახიფათო ჩაწოდების შემდეგ გიორგიმ დენი უელბეკს ფაქტობრივად ბურთი თავიდან ააცალა და “ლივერპული” გაშვებული გოლისგან იხსნა.
მეორე ტაიმი “ბრაიტონის” აქტიურობით დაიწყო, 52-ე წუთზე ფერდი ქადიოღლუმ შორიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 55-ე წუთზე “ლივერპულის” დაცვის ხაზი კვლავ ჩავარდა და დენი უელბეკმა დუბლი შეასრულა. “თოლიების” შეტევები გაგრძელდა, 62-ე წუთზე ქართველმა გომესის ჯარიმიდან დარტყმული ბურთიც მოიგერია. 62-ე წუთზე კერტის ჯონსმა ვერბრიუგენს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა ნიდერლანდელი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 68-ე წუთზე იაკუბა მინტე “მამარდას” პირისპირ აღმოჩნდა და გიორგიმ გამბიელი ფეხბურთელის დარტყმულიც მოიგერია. დარჩენილ დროში არნე სლოტის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეათედ დამარცხდა.
მერსისაიდული გუნდი 4 აპრილს, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში სტუმრად “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, 8 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პარიზში პსჟ-ს შეხვდება.
ბრაიტონი. „ამექსი“
ბრაიტონი – ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 უელბეკი (14), 1:1 კერკეზი (30), 2:1 უელბეკი (55)