ტრამპი: ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რამდენადაც ახლო აღმოსავლეთში, ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას განვიხილავთ. [ჩვენი მიზნებია]:
1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული განადგურება; 2. ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის განადგურება; 3. მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების განადგურება; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც -ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.
ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ გაკონტროლდება, რომლებიც მას იყენებენ –  ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ამ ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება.