ისრაელ კაცი: მიმდინარე კვირაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აანონსებს, რომ მიმდინარე კვირაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება.

მისი თქმით, ისრაელის დარტყმების მიზანი ირანის ხელმძღვანელობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

მიმდინარე კვირაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ შეტევა ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, მისი მეთაურების ლიკვიდაცია განვახორციელოთ და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები გავანადგუროთ, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონში -ის ინტერესების წინაშე არსებული ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”