რუსული მზვერავი თვითმფრინავი ნატოს საჰაერო საზღვართან აღმოჩნდა

გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აღმოაჩინა ს სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია.
გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, სანამ კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა.
გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ს სამხედრო თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალის, ანუ საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ნატოს მონაცემებით, 2023 წელს 300-ზე მეტი შემთხვევა იყო, როცა ევროპაში ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებს დასჭირდათ აფრენა ნატოს საჰაერო სივრცესთან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო. შემთხვევების უმეტესობა ბალტიის ზღვის რეგიონში იყო.