Daily Mail: სალაჰი და კიდევ ოთხი – “ლივერპულში” დიდი წმენდა იწყება

ზაფხულში „ლივერპული“ ექვს ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს, – იტყობინება „დეილი მეილი“.
გამოცემის მტკიცებით, პროცესი შეიძლება თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო მოჰამედ სალაჰით დაიწყოს. რაც შეეხება დანარჩენებს:
გაურკვეველია მცველ იბრაიმ კონატეს მომავალი, რომელსაც კონტრაქტის გასაგრძელებლად დრო აპრილამდე მისცეს.
„ლივერპული“ გარემარბ ფედერიკო კიეზას მსურველი კლუბების შეთავაზებებს განიხილავს. მან ორი სეზონის მანძილზე მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის ნდობა ვერ დაიმსახურა.
ნახევარმცველ კერტის ჯონსზე სლოტი იმედებს კი ამყარებს, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას გეგმავს.
აგრეთვე მცველის, ჯოზეფ გომესის გასხვისებას აპირებენ. ის მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა, თუმცა არაა გამორიცხული, კონატეს გაყიდვის შემთხვევაში სიტუაცია შეიცვალოს.