[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი – “ლეიკერსმა” ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “მაიამი ჰიტი” 134:126 დაამარცხა, ჯეი ჯეი რედიკის გუნდმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა “ანგელოზების” ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 38 წუთში 60 ქულა(!), 7 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი  და 5 ჩაჭრა შეასრულა. უკანახაზელმა 17-დან 9 სამქულიანი ჩააგდო.
ლეგენდარულმა ლებრონ ჯეიმსმა კი თავი მორიგი სამმაგი დუბლით გამოიჩინა, 41 წლის კალათბურთელმა 19 ქულა, 15 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა.
“მაიამიდან” ბემ ადებაიომ 38 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსი” 45 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, “ლეიკერსი” მორიგ შეხვედრას 22 მარტს, “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ გამართავს.
“მაიამი” 38 გამარჯვებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს, ერიკ სპოელსტრას გუნდი 22 მარტს, “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდება.