ტონალი თუ გიმარაეში? – “მანჩესტერ იუნაიტედმა” არჩევანი გააკეთა

გადაწყვეტილი ამბავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “წითელ ეშმაკებს” “ნიუკასლიდან” სანდრო ტონალის შეძენა სურდათ, Reuters-ის ინფორმაციით კი “მანკუნიანელებმა” არჩევანი “ჯორდების” სხვა ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის სასარგებლოდ გააკეთეს.
წყაროს ცნობით, კაზემირომ, რომელიც “იუნაიტედს” სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, კლუბის ხელმძღვანელობას თავად განუცხადა, რომ მისი იდეალური შემცვლელი სწორედ გიმარაეში იქნება, რადგან მას პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება და ლიდერული თვისებები გააჩნია.
ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა “ნიუკასლი” ბრაზილიელ ფეხბურთელთან განშორებას, რომლის დამატებითაც არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.
“ახალციხელებმა” გიმარაეში 2022 წელს, “ლიონიდან”, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.