ინტერნეტში გავრცელდა ჩანტის ფოტო, რომელიც მაიამის “ინტერის” ვარსკვლავ ლიონელ მესის მატჩებზე დააქვს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა გულშემატკივართა ყურადღება მცირე დეტალმა გამოიწვია.
არგენტინელს ჩანთაზე “ნიუელს ოლდ ბოისის”, “ბარსელონას”, მაიამის “ინტერისა” და არგენტინის ნაკრების ლოგოები აქვს დატანილი, თუმცა ერთადერთი გუნდის ლოგოს, სადაც მან კიდევ იასპარეზა და ჩანთაზე ვერ ვხედავთ, პსჟ-ია.
ლეოს ჩანთაზე თავისი, მეუღლისა და შვილების სახელებიც აქვს აღბეჭდილი. ის პსჟ-ში 2021/23-წლებში ასპარეზობდა.