“ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია” – კაფუ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა კაფუმ განაცხადა, რომ ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელია.
“ჩემი აზრით, ნეიმარი უკეთესია, ვიდრე მესი და რონალდო. შესაძლოა, მესის და რონალდოს საქმისადმი უფრო დიდი თავდადება გააჩნიათ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნეიმარის მსგავსი არავინ ყოფილა. ბრაზილიელი უფრო ნიჭიერია და უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე მესის, რონალდოსა და მბაპეს.
ტექნიკითა და მონაცემებით, ნეიმარი ორივე მათგანს აღემატება”, – განაცხადა კაფუმ Podpah Podcast-ში.