ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს, ამის შესახებ თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიის დროს მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა განაცხადა.
ძიუდოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აზერბაიჯანში, 2027 წელს კი ყაზახეთში გაიმართება, 2028 წელს ოლიმპიური თამაშების გამო აღნიშნული ტურნირი არ ჩატარდება.
ცნობისთვის, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდება.
შეგახსენებთ, ამჟამად ძიუდოში კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი – თბილისის გრანდ სლემი მიმდინარეობს, რომელიც დღეს გაიხსნა და 22 მარტს დასრულდება.