19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა. ახალგაზრდა ჯუდოკამ თორნიკე გიგაურმა (-66 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
19 წლის გიგაური ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, თორნიკემ ჯერ უზბეკი აბდურაახიმ ნუტფულოევი, შემდეგ კი ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს რამაზან აბდულაევს სძლია. სამწუხაროდ, თორნიკე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი კვიპროსელ პეტროს ხრისტოდოულიდეს აჯობა.
მალე ტატამზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძეც (-57 კგ.) იასპარეზებს.
ნინომ ჯერ ლიხტენშტეინის წარმომადგენელ ლეა ვისს აჯობა, შემდეგ კი ხორვატ ანა პულიზს სძლია. ლოლაძე მეოთხედფინალში ისრაელელ ინბალ შემეშთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი  სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლოლაძე ფინელ ჰიპლა სალონენს დაუპირისპირდება.