ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.
პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში
გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)
თქვენს ყველაფერში გავიარე, ვინც ჯერ რეკომენდაციას აძლევთ და მერე ნაკრებში კვირკველიას იძახებს. უნდა ამოკრიბოს კაცმა და დაუდოს ცხვირწინ სანიოლს ყველა ის შეცდომა, რაც ამ თანაშში კვირკველიამ დაუშვა. ეს რა უბედურებაა. ცენტრალჯრ მცველად როცა ასეთი დაბალი დონე გყავს, არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ფუჰ… რა გულისამრევი ფეხბურთელია.