თებერვალში საქართველომ ნავთობპროდუქტები ტოგოში ექსპორტზე გაიტანა

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ვაჭრობა აფრიკის ერთ-ერთ პატარა სახელმწიფო ტოგოსთან დაიწყო.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის თებერვალში, ტოგოში საერთო ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მიხედვით, ტოგო ექსპორტის მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, ისრაელი, გერმანია, იტალია და ასე შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)