რუსეთმა არამეგობრული ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის იმპორტის კვოტა 33,1 ათასი ტ-ით განსაზღვრა

რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის იმპორტის კვოტას (33,1 ათასი ტ) აწესებს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება 2024 წლის 27 იანვარს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, კვოტები 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
დადგენილების მიხედვით, იმპორტის კვოტა კარტოფილის თესლზე 16 ათასი ტონას, ქერზე – 0,6 ათასი ტონას, სიმინდზე – 5 ათასი ტონას, სოიოზე – 0,6 ათასი ტონა, რაფსზე (ჰიბრიდები) – 2 ათასი ტონა, მზესუმზირაზე (ჰიბრიდი) – 7,5 ათასი ტონა, შაქრის ჭარხალზე (ჰიბრიდები) – 2 ათასი ტონა. ხორბლის, ჭვავის და სოიოსთვის არის ნულოვანი კვოტა.
2023 წლის ივნისში ს ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა სასოფლო-სამეურნეო თესლების სია, რომლებისთვისაც შეიძლება დაწესდეს იმპორტის შეზღუდვები. მასში შედის კარტოფილის, ხორბლის, ჭვავის, ქერის, სიმინდის, სოიოს, რაფსის, მზესუმზირას და შაქრის ჭარხლის თესლები.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კვოტები მიზნად ისახავს იმპორტის ჩანაცვლების დაჩქარებას სოფლის მეურნეობის ისეთ ფუნდამენტურ სეგმენტში, როგორიცაა თესლის წარმოება.