“ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის 59-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს პსჟ-ს გარემარბი ბრედლი ბარკოლა. “ეკიპის” ცნობით, ის სერიოზულად დაშავდა.
ბარკოლას მარჯვენა კოჭ-წვივის კუნთი აქვს დაჭიმული და დაახლოებით ერთი თვე მოუწევს უქმობა. ბრედლი სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა.