ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ სახლში „გალათასარაი“ 4:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 4:1 მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა.
სტამბოლში 0:1 დამარცხების შემდეგ, მერსისაიდული გუნდი სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და სობოსლაიმ დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს მან პენალტი მოიპოვა, მაგრამ სალაჰის უხეიროდ დარტყმული ბურთი ჩაკირმა მოიგერია.
შესვენებაზე „გალათასარაის“ მწვრთნელმა ბურუკმა ოსიმენი და ბოე სანეთი და ლანგით შეცვალა, თამაშის სურათი კი არ შეიცვალა. „წითლებმა“ ზეწოლა გააძლიერეს, ეკიტიკემ, გრავენბერხმა და სალაჰმა ანგარიში გაზარდეს. სტუმრები უკვე დემორალიზებული იყვნენ, სლოტის შეგირდებმა კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ 4:0 დაფიქსირდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ „ლივერპული“ ვერ გაიმარჯვებდა, სლოტს გადააყენებდნენ. ასე რომ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ჯერ პოსტი შეინარჩუნა.
მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა, რომელსაც სამუშაო თითქმის არ ჰქონია, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
მეოთხედფინალში „ლივერპული“ პსჟ-ს შეხვდება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – გალათასარაი 4:0
გოლები: 1:0 სობოსლაი (25), 2:0 ეკიტიკე (52), 3:0 გრავენბერხი (53), 4:0 სალაჰი (62)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (45+4, სალაჰი)
– სალაჰი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი გაიტანა.