[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა – “ლეიკერსმა” “ჰიუსტონი” ზედიზედ ორჯერ დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “ლეიკერსმა” მეტოქეს ორივეჯერ გასვლაზე სძლია.
სტუმართა რიგებში ლუკა დონჩიჩმა და ლებრონ ჯეიმსმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს. ლუკამ 38 წუთში 40 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა, ლებრონმა კი 34 წუთში თავი 30 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“ჰიუსტონიდან” ალპერენ შენგუნმა 37 წუთში საკუთარ გუნდს 27 ქულა, 4 მოხსნა და 10 ასისტი შესძინა.
კევინ დურანტმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსი” ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ, 44 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას ხვალ, 20 მარტს, “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ გამართავს.
“ჰიუსტონი” 41 გამარჯვებითა და 27 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “როკეტსი” 21 მარტს “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.