“ბაიერნთან” “რეალი” ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს14:05/19-03-2026+-„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ანდრეი ლუნინმა შეცვალა.
ჟურნალისტი არანჩი როდრიგესი იტყობინება, რომ კურტუას თვენახევარი გაუცდება და „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მომავალ დაპირისპირებებში „სამეფო გუნდის“ კარს ლუნინი დაიცავს.თეგები:გაზიარება:(0) / (0)ასევე დაგაინტერესებთ