EDF/ kpr/OR-2 Maria Tammeaid
მსოფლიოში ერთ-ერთი თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია, Lockheed Martin ესტონეთში HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მომსახურებისთვის ბალტიისპირეთს სერვის-ცენტრს ხსნის.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, Lockheed Martin გეგმავს, რომ სერვის-ცენტრი შემდეგ ორ წელიწადში გახსნას, საწყისი ინვესტიცია კი დაახლოებით €10 მილიონს შეადგენს.
სერვისცენტრი სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას მოემსახურება.
თანდაცვის მინისტრმა გადაცხადა, რომ ამ გარიგების დამსახურებით, ესტონეთს მომსახურებისთვის აღჭურვილობის შორს გაგზავნა აღარ მოუწევს.
Lockheed Martin არის აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც HIMARS სისტემებთან ერთად აწარმოებს ხუთი თაობის F-35 სარაკეტო გამანადგურებლებს, Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემებს და Black Hawk ვერტმფრენებს.
ესტონეთის თავდაცვას 2025 წლის 30 აპრილს ექვსი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა გადაეცა. იგივე შეიარაღების სისტემებს იყენებენ ლიტვა და ლატვია.