ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმასურის, ელიზბარ ოდიშვილის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სურვილი იყო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარში დაეკრძალათ.„მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე, 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ელიზბარ ოდიშვილმა.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ ცნობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება პატრიარქი.„დღეს სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე და იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა დეტალებზე… დიახ, არის ამის შესახებ ცნობა [რომ სიონში სურდა დაკრძალვა], თუმცა სინოდმა უნდა დაადგინოს, როგორც წესია“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.სიონის ტაძარს გააჩნია საძვალე, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V.



