„ბიძინას უყვარს დატესტვა, რაღაცას ააგორებს, დააკვირდება, მერე იღებს გადაწყვეტილებებს“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

„ბიძინას სტრატეგია აქვს უცვლელი – ძალაუფლების შენარჩუნება და გაზრდა, ხოლო ტაქტიკა ხშირად ცვლადი. როგორც კი ალღოს აუღებენ, თუ არ სურს, ცვლის ტაქტიკურ ნაბიჯებს.
კიდევ ერთი, ბიძინას უყვარს დატესტვა, რაღაცას ააგორებს, დააკვირდება, მერე იღებს გადაწყვეტილებებს.
ანუ, ხშირად, ჩვენ რომ გადაწყვეტილება გვგონია, უფრო ცდები და ექსპერიმენტებია, ხოლო გადაწყვეტილებები უფრო მოგვიანებით მოჰყვება.
ასე რომ, თუ ხვალ ან ზეგ საერთოდ ამოატრიალა სურათი და დაგვრჩა გაღიმებულები, არც ეს გაგვიკვირდეს, რადგან როგორც ვთქვი, ხშირად, უბრალოდ მის ექსპერიმენტში აღმოვჩნდებით ხოლმე და გადაწყვეტილებები რაც გვგონია, აისბერგის ხილული ნაწილია მაშინ, როდესაც სინამდვილეში რეალური გადაწყვეტილებები მისი აისბერგის დაფარული ნაწილი ხდება.
აზროვნების ბევრად უფრო რთული არქიტექტურა აქვს ბიძინას, ვიდრე გვგონია და ამიტომაც, ჯერჯერობით ყოველთვის იგებს.“