ამას ვინ ელოდა? – ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” “ბოდო გლიმტს” 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “სპორტინგმა” სენსაციური ქამბექი შემოგვთავაზა, საკუთარ მოედანზე “ბოდო გლიმტი” 5:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:3) და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
ტრავმის გამო მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრა გამოტოვა.
“სპორტინგმა” თამაში აქტიურად დაიწყო, მე-3 წუთზე ფრანსიშკუ ტრინკაუს შესანიშნავი მომენტი შეექმნა, თუმცა მისი თავური დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. პორტუგალიელები შეტევებს აგრძელებდნენ, მე-9 წუთზე ლუის სუარესი მეკარესთან პირისპირ დარჩა, კოლუმბიელის დარტყმული ნიკიტა ჰაიკინმა მოიგერია.
34-ე წუთზე კუთხურიდან ტრინკაუს ჩაწოდების შემდეგ გონსალო ინასიომ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმიც “სპორტინგის” დომინაციით გაგრძელდა. 55-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდს შესანიშნავი ჰქონდა, მაგრამ “ბოდო გლიმტი” ჰაიკინმა კვლავ იხსნა. 62-ე წუთზე რუს მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პედრო გონსალვეშმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
75-ე წუთზე “ბოდო გლიმტის” ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც ნორვეგიული გუნდის კარში პენალტი დაინშნა, რომელიც “სპორტინგის” ფორვარდმა ლუის სუარესმა გოლად აქცია.
დამატებით დროში, 92-ე წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ ჰაიკინს ახლო კუთხეში გაუტანა, 121-ე წუთზე კი რაფაელ ნელიმ “ბოდო გლიმტს” მეხუთე გოლი გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“სპორტინგი” მეოთხედფინალში “არსენალსა” და “ბაიერს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი – ბოდო გლიმტი 5:0 (პირველი შეხვედრა 0:3)
გოლები: 1:0 ინასიო (34), 2:0 გონსალვეში (62), 3:0 სუარესი (78) 4:0 არაუხო (92) 5:0 ნელი (121)