“არსენალი” და “რეალი” მეოთხედფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
„არსენალმა“ სახლში „ბაიერს“ 2:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„რეალმა“ სტუმრადაც სძლია „მანჩესტერ სიტის“, ამჯერად 2:1 ვინისიუსის დუბლით.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი – ბაიერი 2:0 (პირველი შეხვედრა 1:1)
გოლები: 1:0 ეზე (36), 2:0 რაისი (63)
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი – რეალი 1:2 (პირველი შეხვედრა 0:3)
გოლები: 0:1 ვინისიუსი (22, პენ), 1:1 ჰოლანი (41), 1:2 ვინისიუსი (90+3)
გაძევება: ბერნარდო სილვა (20, მანჩესტერ სიტი)