საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა” – წერია განცხადებაში.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?