რუმინეთის პატრიარქმა -ის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას მიუსამძიმრა

რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სინოდის წევრებს კათოლიკოს-პატრიარქ -ის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ამის შესახებ რუმინეთის პატრიარქმა განცხადება გაავრცელა.
“ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები ჩვენი საყვარელი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის ამა სოფლიდან გარდასვლის შესახებ – ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის “აღდგომა და სიცოცხლე” (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი.
დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!”. – წერია განცხადებაში.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?