ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ილია II-ს შეხვედრა, თბილისი, 2018 წლის 23 მარტი.ბელტაბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს გარდაცვალება მიუსამძიმრა.
წერილში ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსში ღრმა მწუხარებით მიიღეს პატრიარქის გარდაცვალების ცნობა.
“მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ, მთელი საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს, რომლებიც ემსახურებოდა არა მხოლოდ საკუთარ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების ინიციატივებით პატრიარქმა დაიკავა განსაკუთრებული ადგილი მილიონობით ადამიანის გულში, მათი ნაციონალური თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. მისი უწმინდესობა ილია II-ის მრავალწლიანმა მსახურებამ განამტკიცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტერის აღდგენასა და გახსნას.” – წერს ლუკაშენკო.
წერილში ლუკაშენკომ თანაგრძნობა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის მიმართაც.
“ნათელი ხსოვნა გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიაში.” – წერს ლუკაშენკო.