ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს

ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს, – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა, რითაც ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა, რომ პრემიერ-მინისტრობიდან კორუფციის გამო გადააყენეს.
მისი თქმით, ეს არის საფუძველი აგონიაში ჩავარდნილი ოპოზიციისათვის თავის მართლების და სიტუაციის ახსნის მათებური მცდელობა.
„ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს. ჩვენ თუ დავაკვირდებით იმ შეფასებებს, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვცა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, დავინახავთ, რომ საქართველო ამ მხრივ მართლაც წარმატებული ქვეყანაა. ასე რომ ეს არის საფუძველი აგონიაში ჩავარდნილი ოპოზიციისათვის თავის მართლების და სიტუაციის ახსნის მათებური მცდელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილმა ასევე ისაუბრა „ლელოს” ბოიკოტზე, რომელიც მან გუშინდელ შეხვედრას გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეს „მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა იმისა, თუ დღეს სად იმყოფება საქართველო, რას ითხოვს მისი პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პარტიებისგან“.
„ლელომ“ ამ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა იმისა, თუ დღეს სად იმყოფება საქართველო, რას ითხოვს მისი პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პარტიებისგან. ეს, რა თქმა უნდა, თავის თავს დააბრალონ მერე რა შედეგებიც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წილი გასაკეთებელი სამუშაოსი, რაც ამ 9 რეკომენდაციის გზაზე, პარლამენტის გასაკეთებელი იქნება – შესრულდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“