გიორგი ვაშაძე – როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია

მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ – ივანიშვილი, თავისი გუნდით, შექმნის სამუშაო ადგილებს თუ ვერა? როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, მ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს მისცემს თუ არა ხმას ძალას, „ვინც მტრობაშია ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან“.
„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ – ივანიშვილი, თავისი გუნდით, შექმნის სამუშაო ადგილებს თუ ვერა? როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია. ვის აძლევს ხმას, ვინც მტრობაში არის ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან და უნდა, რომ ქვეყნიდან გააქციოს, თუ იმ ადამიანებს მისცემს ხმას, ვისაც ფართო კონტაქტები აქვს.
საოცარი კონტაქტები გვაქვს და მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის დავიხარჯო. ჩვენ რეგიონშიც ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ვერ განვითარდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს