პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, -ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, -ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.
მეგრელიშვილის თქმით, შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს. „ოპოზიცია, როგორ პოლიტიკურად გამოფიტული ძალა, რეალური პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად დეზინფორმაციითა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით იკვებება. პოლიტიკურად უსაქმური ოპოზიციისათვის მათთვის არასასურველი პოლიტიკოსების განცხადებების დამახინჯება და განსხვავებული შინაარსით გავრცელება ძირითად საქმიანობად იქცა.
პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ამგვარი მიდგომა პირველი შემთხვევა არ არის, რა იწვევს ასეთ მიდგომებს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ?! ვფიქრობ ეს გამოწვეულია პრეზიდენტის სიძლიერით, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს რეალური მნიშვნელობა შესძინა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას! შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს! მძიმე დიაგნოზია აკრიტიკებდე ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარ ქვეყნის პრეზიდენტს და ტაშს უკრავდე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მისთვის წინასწარ დაუწერელი ტექსტის გარეშე, საჯაროდ საუბრისას არაერთი შეცდომა დაუშვა და ნეტა მხოლოდ სიტყვა ყოფილიყო მისი შეცდომა, კაცმა საკუთარი მმართველობის პირობებში ქვეყანა გაიმეტა და დაღუპა!“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას