როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:”საქართველოს ბანკის ჯგუფის”  (Lion Finance Group PLC (BGEO) აქციების ფასი 4.66%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 98.29 გირვანქა სტერლინგია. “ ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.71%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 42.10 გირვანქა სტერლინგი ღირს.”საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 1%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 33.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. ბ”საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 2.36 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1.66 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აღწევს.რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 27.25%-ითაა გაზრდილი, “თიბისი ბანკის ჯგუფის”აქციების ფასი კი 7.47%-ით შემცირდა.”საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 136%-იან ზრდას აჩვენებს.როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.წყარო: Galt & Taggart

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება