ბაღდადში -ს საელჩოს დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხნენ, 1 დრონი კომპლექსში ჩამოვარდა

სამშაბათს, დილის საათებში, ახლო აღმოსავლეთში საჰაერო იერიშები გაგრძელდა, რის ფარგლებშიც თავს დაესხნენ ბაღდადში მდებარე -ს საელჩოსა და სასტუმროს, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დროებით საჰაერო სივრცე დახურა ნავთობის ობიექტებზე იერიშების გამო.
CNN-ის მიერ გადამოწმებული ვიდეოსა და ერაყელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ერაყის დედაქალაქში დრონების სამიზნე გახდა აშშ-ს საელჩო და ალ-რაშიდის სასტუმრო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ იგერიებენ საჰაერო თავდაცვის სისტემები საელჩოს სიახლოვეს მფრინავ დრონს.
BBC წერს, რომ დრონის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა სასტუმროში, რომელიც ბაღდადის გამაგრებულ მწვანე ზონაში მდებარეობს.
ამასთან, უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა, რომ “[აშშ-ს] საელჩოს სამმა დრონმა და ოთხმა რაკეტამ შეუტია, და, სულ მცირე, ერთი დრონი [საელჩოსი კომპლექსის] შიგნით ჩამოვარდა.”
თვითმხილველებმა გამოცემა Reuters-ს აცნობეს, რომ აშშ-ს საელჩოს მიმართულებით გაშვებული, სულ მცირე, სამი დრონი დაინახეს. Reuters-ის ცნობით, მათგან ორი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა, მესამე დრონი საელჩოს კომპლექსის შიგნით ჩამოვარდა.
ერაყულმა წყაროებმა AFP-სთან საუბრისას ასევე თქვეს, რომ ეს “ყველაზე ინტენსიური თავდასხმა იყო იერიშების დაწყების შემდეგ”.