გასული წელი ქართული ღვინისთვის გამორჩეული წელი იყო, რაც ღვინის ექსპორტიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავალში აისახა,თუმცა რეკორდული შემოსავლის ფონზე ექსპორტი მოცულობაში შემცირებულია.
2023 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 259.039 მლნ დოლარის 89 509 883 ლიტრი ღვინო გაიტანა. 2022 წელს უცხოეთში 252.548 მლნ დოლარის 101 662 064 ლიტრი ღვინო იყო გატანილი. ამასთან, 2023 წელს საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო.
TOP 10 ბაზარს შორის, ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი პოლონეთშია, ყველაზე მაღალი აშშ-ში.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგი საშუალო ფასის მიხედვით
· აშშ – საშუალო ფასი $6.19 / 5.612 მლნ დოლარი / 906 511 ლიტრი ღვინო
· გერმანია – საშუალო ფასი $4.66 / 4.620 მლნ დოლარი/ 991 217 ლიტრი ღვინო
· ჩინეთი – საშუალო ფასი $3.69 / 11.690 მლნ დოლარი/ 3 165 799 ლიტრი ღვინო
· ლატვია – საშუალო ფასი $3.55 / 4.074 მლნ დოლარი/1 147, 000 ლიტრი ღვინო
· ლიეტუვა – საშუალო ფასი $3.32 /2.166 მლნ დოლარი/ 651 627 ლიტრი ღვინო
· ყაზახეთი – საშუალო ფასი $3.09 / 9.015 მლნ დოლარი / 2 914 542 ლიტრი ღვინო
· ბელარუსი – საშუალო ფასი $2.89 / 8.013 მლნ დოლარი / 2 802 150 ლიტრი ღვინო
· უკრაინა – საშუალო ფასი $2.79 / 14.481 მლნ დოლარი/ 5 188 531 ლიტრი ღვინო
· რუსეთი – საშუალო ფასი $2.70 / 168.304 მლნ დოლარი / 62 282 750 ლიტრი ღვინო
· პოლონეთი – საშუალო ფასი $2.51 / 15.046 მლნ დოლარი / 5 973 970 ლიტრი ღვინო
bm.ge