კადრი ფილმიდან “ბრძოლის შემდეგ ბრძოლა”2026 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები ცნობილია. ნომინანტებიდან ყველაზე მეტი ჯილდო პოლ ტომას ანდერსონის “ბრძოლის შემდეგ ბრძოლამ” მიიღო.
ანდერსონის ფილმმა, რომელშიც ლეონარდო დიკაბრიო, შონ პენი, ტეიანა ტეილორი და ბენისიო დელ ტორო გამოდიან, ჯამში ექვსი ჯილდო მოიპოვა. მთავარი ჯილდოს მოპოვებით კი “ბრძოლის შემდეგ ბრძოლამ” დაამარცხა ფილმები: “ცოდვილნი,” “ჰამნეტი,” “მარტი დიდებული” და “სენტიმენტალური ღირებულება”.
თავის მხრივ, ფილმმა “ცოდვილნი” სამი ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო კი რობერტ არამაიოს გადაეცა, რომელიც ფილმში “ვფიცავ” მთავარ როლს ასრულებდა.
საუკეთესო ფილმი
One Battle After Another
საუკეთესო რეჟისორი
პოლ ტომას ანდერსონი
საუკეთესო მსახიობი კაცი
რობერტ არამაიო, I Swear
საუკეთესო მსახიობი ქალი
ჯესი ბაკლი, Hamnet
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი
შონ პენი, One Battle After Another
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი
ვუნმი მოსაკუ, Sinners
საუკეთესო ბრიტანული ფილმი
Hamnet
საუკეთესო ბრიტანული დებიუტი
My Father's Shadow
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
Sentimental Value
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Mr. Nobody Against Putin
საუკეთესო ანიმაცია
Zootopia 2
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
One Battle After Another
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
Sinners
საუკეთესო მუსიკა
Sinners
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი
Frankenstein
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Avatar: Fire and Ash
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
Frankenstein
საუკეთესო მონტაჟი
One Battle After Another
საუკეთესო კასტინგი
I Swear
საუკეთესო ხმა
F1: The Movie
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
Two Black Boys in Paradise
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
This Is Endometriosis
საუკეთესო საბავშვო ფილმი
Boong



