ამერიკელი მსახიობი ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ერიკ დეინიJordan Strauss/Invision via APამერიკელი მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც სერიალ “გრეის ანატომიაში” ექიმ მარკ სლოუნის როლს ასრულებდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დეინი ასევე ასრულებდა კაპიტანი ტომ ჩენდლერის როლს “უკანასკნელ გემში” და კალ ჯეიკობსის როლს HBO-ს ცნობილ სერიალ Euphoria-ში.
“გრეის ანატომიის” შემდეგ მისი სამსახიობო კარიერა მოიცავდა ისეთ ფილმებს, როგორებიცაა “იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა,” “მარლი და მე” და “გამოსყიდვა სიყვარულით”.
დეინმა 2025 წელს განაცხადა, რომ ექიმებმა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) დიაგნოზი დაუსვეს.