ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას 1:0 ამარცხებს.
პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდთ, მაგრამ რეალური მომენტი არ ჰქონდათ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
საქართველო – შოტლანდია
გოლი: კვარაცხელია (15)
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე