გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი კარცერშია გადაყვანილი.
მისი ადვოკატი, ჯანო არჩაია, „პუბლიკასთან” აღნიშნავს, რომ მენთეშაშვილმა არ იცის რატომ გადაიყვანეს კარცერში, თუმცა, ვარაუდობს, რომ მიზეზი მისი შიმშილობაა.
„მას რამდენჯერმე მოსთხოვეს (ციხის ადმინისტრაციამ), რომ შეეწყვიტა შიმშილობა და უთხრეს, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტ, ახლავე გადაგიყვანთ სხვა საკანში კარცერიდან.
მისი განმარტებით, კარცერში არის არაადამიანური პირობები. არ აქვს პირველადი მოხმარების საგნები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, პირსახოცი, ხელის საბანი საშუალება… ამასთანავე ვერ ახერხებს კარცერის დასუფთავებას… არ აქვს ზეწარი… ამ ყველაფერს დამატებული ტარაკნები, რომლებიც მანდ არის.
მას არ ეძლევა ინფორმაცია, თუ რატომ არის კარცერში და რა დროის განმავლობაში შეიძლება იყოს კარცერში.”
ზურაბ მენთეშაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.




