ევროპარლამენტარი: ხოშტარიას შემთხვევა ილუსტრაციაა, რომ საქართველოში მკაცრად ხდება პოლიტიკური ოპოზიციის დევნა

“ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის ქვეშ” – ამ სახელწოდებით ხვალ საგანგებო დებატები გაიმართება.

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოამზადეს რეზოლუციის თავიანთი დრაფტები, ახლა კი, უნდა შეიმუშავონ ერთიანი შეჯერებული ვარიანტი.

კახი კალაძის ბანერზე, ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარია უკვე მეექვსე თვეა ციხეშია. დღეს, 17:00 საათზე მის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს. არ არის გამორიცხული, მან დღეს გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.

მანამდე კი კომენტარები კეთდება ევროპარლამენტში. პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას შემთხვევა არის ილუსტრაციაა იმისა, რომ ძალიან მკაცრად ხდება პოლიტიკური ოპოზიციის დევნა.

როდესაც პოლიტპატიმრები გყავს, კანდიდატი ქვეყნისთვის ინტეგრაციის გზა არ არსებობს. ისეთი განსაკუთრებული შემთხვევები, როგორიცაა ელენეს შემთხვევა, მხოლოდ ილუსტრაციაა იმისა, რომ ძალიან მკაცრად ხდება პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, რაც ჩვენთვის ძალიან ნეგატიური დასკვნების საშუალებას იძლევა.

ყველაფერი ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, კარები ღიაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება თავად ხსნის კარებს იფრო აღმოსავლეთით ინტეგრაციისთვის, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებაში”, – აცხადებს აუსტრევიჩუსი. 

  • შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა,  თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
  • ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო