გიული ალასანია: არსებული კანონით გამორიცხულია უნივერსიტეტის [დახურვა]… შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მე მომკლან ქუჩაში

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აღნიშნული პროცესი დედამისის უნივერსიტეტის გაუქმებას ისახავს მიზნად, გიული ალასანია ამბობს, რომ “კანონით ეს შეუძლებელია”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აღნიშნავს, რომ “საქართველოს უნივერსიტეტი” მისი შვილის საქმიანობასთან კავშირში არ არის და დღევანდელი კანონმდებლობით, გამორიცხულია სახელმწიფო ბრალდებამ თანხის მისაღებად უნივერსიტეტი გამოიყენოს.

თუმცა, გიული ალასანია განმარტავს, რომ ზოგადად ყველაფერი შესაძლებელია – “შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მე მომკლან ქუჩაში”.

არანაირ კავშირში ჩემი შვილის საქმიანობასთან ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა და არ არის. ყველაფერზე არსებობს საბუთები, უნივერსიტეტს თავისი ბუღალტერი აქვს, თავისი დოკუმენტაცია. კანონითაც, მე მგონი, ეს შეუძლებელია. თავიდან ბოლომდე ყველაფერი არის აბსურდი და უნივერსიტეტი არანაირ კავშირში არაა. ამ კანონით, რომელიც დღეს არსებობს, ეგ გამორიცხულია, მაგრამ ისე ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მე მომკლან მაგალითად ქუჩაში,” – ამბობს გიული ალასანია.  

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო