გიორგი ხიშტოვანი: “იმედზე” ფარულად რეკლამის მიტანა არ გამოვა

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ სანქცირებულ ტეელვიზია “იმედში” კომპანიები რეკლამებს ფარულად ვერ მიიტანენ, რაც შეეხება თანამშრომლებისთვსი ანაზრაურების გაცემას, მისი თქმით, ეს მხოლოდ ნაღდი ანაგარიშსწორებით მოხდება.

მართლა შეიძლება ასი წლით უკან დაბრუნდეს ტელევიზია – ამბობს ხიშტოვანი

მისივე განმარტებით, ვერც “იმედის” ბანკი” იხსნის პრობლემებისგან ტელევიზიას, რადგან ბანკის შექმნის შემთვევაში უარესი პრობლემა შეექმნება “ოცნებას”, რადგან უკვე ეროვნულ ბანკსაც ჩააყენებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ახლა მიდის დროის გაყვანა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ფარულად რეკლამის მიტანა არ გამოვა რადგანაც რეკლამა გავა ეთერში და მიხვდება ყველა ვინ მიიტანა რეკლამა. აქ კითხვა არის, რა ფორმით მოხდა დარიგება და რა ფორმით მოხდა ანაგრიშსწორება. მართლა შეიძლება ასი წლით უკან დაბრუნდეს ტელევიზია, როცა ნაღდი ანაგარიშსწორებით, როგორც გამოჩნდა კიდეც, მოუწევს ანგარიშსწორება თანამშრომლებთან, რეკლამის მიმტანებთან და ა.შ..

თუ დღეს “იმედი ბანკმა” უნდა გადაჭრას ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ტელეკომპანია “იმედი”, მაშინ ის ვერ მოახერხებს ამ პრობლემების გადაჭრას, პირიქით, უფრო ახალ პრობლემებს შეუქმნის “ქართულ ოცნებას”, რადგან უკვე ეროვნულ ბანკსაც ჩააყენებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში,” – ამბობს ხიშტოვანი