ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა.
„გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მულტილატერალური პროექტი, ევროკავშირი არსებობას განაგრძობს“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, „გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკაა“.
„ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საზღვრებს აფართოებს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.




