მამის ჩრდილიდან უზენაეს ლიდერობამდე: რა არის ცნობილი ალი ხამენეის ვაჟზე, რომელიც ირანის ახალ სულიერ მმართველად აირჩიეს?

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, ირა­ნის უზე­ნა­ეს ლი­დე­რად აი­თოლა ალი ხა­მე­ნე­ის ვაჟი მოჯ­თა­ბა აირ­ჩი­ეს.

ირა­ნის უზე­ნა­ეს ლი­დერს სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა სა­კი­თხში სა­ბო­ლოო სი­ტყვა ეკუთ­ვნის. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ საბ­ჭოს 88 წევ­რი იღებს.

ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი შა­ბათს, 28 თე­ბერ­ვალს, ირან­ზე -ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი დარ­ტყმე­ბის დროს და­ი­ღუ­პა.

მა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 56 წლის მოჯ­თა­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდილ­ში რჩე­ბო­და. მას არა­სო­დეს და­უ­კა­ვე­ბია სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა, არ გა­მო­დი­ო­და სა­ჯა­რო სი­ტყვით და ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ აძ­ლევ­და; სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია მისი მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ფოტო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

თუმ­ცა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ ირა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებ­ში მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ჰქონ­და.

-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბი, რაც 2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს WikiLeaks-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მას აღ­წერ­და რო­გორც ადა­მი­ანს “ძა­ლა­უფ­ლე­ბას მან­ტი­ის უკან“, ანუ ერ­თგვარ რუხ კარ­დი­ნა­ლად; ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც მმარ­თველ წრე­ებ­ში ფარ­თოდ მი­იჩ­ნევ­დნენ “ქმე­დით და გა­დამ­წყვეტ“ ფი­გუ­რად, – იუ­წყე­ბა სა­ა­გენ­ტო Associated Press-ი.

თუმ­ცა მისი არ­ჩე­ვა შე­საძ­ლოა სა­კა­მა­თო აღ­მოჩ­ნდეს.

ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა 1979 წელს, მო­ნარ­ქი­ის დამ­ხო­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მისი იდე­ო­ლო­გია ეფუძ­ნე­ბა პრინ­ციპს, რომ უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი უნდა აირ­ჩეს რე­ლი­გი­უ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და არა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ალი ხა­მე­ნეი ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მო­მა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ზო­გა­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბით სა­უბ­რობ­და.

ორი წლის წინ Assembly of Experts-ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა – სა­სუ­ლი­ე­რო ორ­გა­ნო­სი, რო­მე­ლიც უზე­ნა­ეს ლი­დერს ირ­ჩევს – გა­ნა­ცხა­და, რომ ალი ხა­მე­ნეი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სა­კუ­თა­რი შვი­ლის კან­დი­და­ტად წა­მო­ყე­ნე­ბის იდე­ის. თუმ­ცა თა­ვად მას მსგავს ვა­რა­უ­დებ­ზე სა­ჯა­როდ არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი.

  • ბი­ოგ­რა­ფია

მოჯ­თა­ბა 1969 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ირან­ში, ქა­ლაქ მე­შ­ჰედ­ში და არის ალი ხა­მე­ნე­ის ექ­ვსი შვი­ლი­დან მე­ო­რე. სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მან თე­ი­რან­ში, რე­ლი­გი­ურ სკო­ლა “ალა­ვი­ში“ მი­ი­ღო.

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 17 წლის ასაკ­ში მოჯ­თა­ბა ირან-ერა­ყის ომის დროს რამ­დენ­ჯერ­მე მოკ­ლე­ვა­დი­ან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

1999 წელს მოჯ­თა­ბა გა­და­ვი­და ქუმ­ში – წმინ­და ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ში­ი­ტუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვა, რათა რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე იგი სა­სუ­ლი­ე­რო სა­მოსს არ ატა­რებ­და და დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა რე­ლი­გი­ურ სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა 30 წლის ასაკ­ში, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ამას უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში აკე­თე­ბენ.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, ლონ­დონ­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თვის 2008 წელს გაგ­ზავ­ნი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით “ვი­კი­ლიქ­სის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ოჯა­ხი მოჯ­თა­ბას მემ­კვიდ­რე­ე­ბის გა­ჩე­ნას სთხოვ­და. თუმ­ცა მა­მა­კაცს ამი­სათ­ვის მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, მოჯ­თა­ბა ლონ­დონ­ში, კრომ­ვე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 4 ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბა­ბუ­ის, მა­შინ­დე­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, სა­ხე­ლი – ალი და­არ­ქვეს. აშშ-ის დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, ის შე­და­რე­ბით გვი­ან, 2004 წელს და­ქორ­წინ­და.

დაზ­ვერ­ვა­ში ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ “მუ­შა­ობ­და მოჯ­თა­ბა უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ოფის­ში მა­მა­მი­სის ჩრდილ­ქვეშ“. რე­ჟიმ­ში ის “ფარ­თოდ აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც ქმე­დი­თი და ძლი­ე­რი ლი­დე­რი და მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ოდეს­მე მა­ინც და­ი­კა­ვოს ეროვ­ნუ­ლი ლი­დე­რის ად­გი­ლი.“

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის “და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის (IRGC) ლი­დე­რებ­თან.“.

მასა ჰყავს უფ­რო­სი ძმა, მოს­ტა­ფა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.

  • რა ქო­ნე­ბას ფლობს მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი?

ბოლო წლებ­ში მოჯ­თა­ბა ირან­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­და. არა­ბუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თის, “ალ­ქუდს ალა­რა­ბის“ ცნო­ბით, ის შე­საძ­ლოა მი­ლი­არ­დე­რი იყოს და უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის, სი­რი­ის, ვე­ნე­სუ­ე­ლა­სა და აფ­რი­კის ბან­კებ­ში ჰქონ­დეს შე­ნა­ხუ­ლი. მისი ქო­ნე­ბა შე­საძ­ლოა ასე­ვე მო­ი­ცავ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოქ­როს და ბრი­ლი­ანტს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დუ­ბა­ი­ში 328 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ტა­ნა. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი სიმ­დიდ­რის დიდი ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში გა­ყი­დუ­ლი ნავ­თო­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან მო­დის.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქვს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მათ შო­რის 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე ლონ­დონ­ში, “მი­ლი­არ­დერ­თა რი­გის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ქუ­ჩა­ზე.

ირან­ში კი ფლობს თე­ი­რა­ნის ჩრდი­ლო-ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე “აბას აბა­დის“ ელი­ტუ­რი უბ­ნის ნა­წილს და მი­წის უზარ­მა­ზარ ნაკ­ვე­თებს მე­შ­ჰე­დის მახ­ლობ­ლად.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ასე­ვე ჰყავს კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი, სას­წრა­ფო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი, Mercedes-ის მან­ქა­ნე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ცხე­ნე­ბი.

  • მოჯ­თა­ბა დღემ­დე სა­შუ­ა­ლო რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად რჩე­ბო­და, რაც მისი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოსტზე და­წი­ნა­უ­რე­ბის­თვის გარ­კვე­ულ დაბ­რკო­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და…

ბოლო დღე­ებ­ში ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცენ­ტრებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ამ და ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნე­ის “აია­თო­ლად“ – მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო ტი­ტუ­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბა და­ი­წყეს. რიგი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის აზ­რით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მცდე­ლო­ბა, გა­ი­ზარ­დოს მისი რე­ლი­გი­უ­რი სტა­ტუ­სი და იგი ლი­დე­რის რო­ლის­თვის და­მა­ჯე­რე­ბელ კან­დი­და­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

ახლა ბევ­რი ელო­დე­ბა, რომ მოჯ­თა­ბა გა­აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი მა­მის მკაცრ პო­ლი­ტი­კას.

ზოგი ასე­ვე ფიქ­რობს, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად და­კარ­გა მამა, დედა და მე­უღ­ლე, და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლას ნაკ­ლე­ბად და­თან­ხმდე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მის წი­ნა­შე რთუ­ლი ამო­ცა­ნაც დგას – უზ­რუნ­ველ­ყოს ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­დარ­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უმ­ტკი­ცოს, რომ სწო­რედ მას შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

მისი ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი დიდ­წი­ლად ჯერ კი­დევ გა­მო­უც­დე­ლია, ხოლო გან­ცდამ, რომ რეს­პუბ­ლი­კა მემ­კვიდ­რე­ო­ბით სის­ტე­მად გა­და­იქ­ცე­ვა, შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როს.

ახლა მოჯ­თა­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. გა­სულ კვი­რას რო­გორც აშშ-ში, ისე ის­რა­ელ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვინც არ უნდა გახ­დეს აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის მემ­კვიდ­რე, ის “ლიკ­ვი­და­ცი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მიზ­ნე“ იქ­ნე­ბაო.

წყარო